ნამდვილი და გემრიელი ბურგერის მოსამზადებლად, სასურველია რომ ბურგერის პურები შინ გამოაცხოთ. ამაში ჩემი არაჩვეულებრივი ბურგერის პურის რეცეპტი დაგეხმარებათ.
შერეულ ფარშს დავუმატოდ მხოლოდ მარილი და შავი წიწაკა, ავიღოთ გუნდებად და რამდენჯერმე დავაგდოთ სამზარეულოს მაგიდაზე, რომ ხორცი უფრო შეიკრას და დარბილდეს.
შემდეგ გადავიტანოთ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე და შევწვათ ძალიან ცოტა ხნით თითო მხრიდან ბეკონთან ერთად, რადგან ბეკონის არომატი ძალიან უხედება კოტლეტს. კოტლეტს ბოლოს დაადეთ ყველის ფირფიტა რომ დადნეს.
აწყობა: ბურგერის პური (უმჯობესია იყოს თბილი) გავჭრათ შუაზე წავუსვათ პომიდვრის სოუსი, სალათის ფოთოლი, კოტლეტი, წიწაკა, ყველის სოუსი ("ბაზა ბეშამელი". ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნი 1/4, შებოლილი სულგუნი 1/5 ან პარმეზანი და გაუდა), ბეკონი, კიტრის მწნილი, პომიდორი და პურის თავი.
ბონუსად პომიდვრის სოუსის რეცეპტი:
პომიდორი ადუღეთ დიდხანს, დაუმატეთ ნიორი, რეჰანი, ბაზილიკი, ორეგანო, მარილი და სიცხარე სურვილისამებრ. შემდეგ გადაწურეთ საწურზე.
ცხადია, შეგიძლიათ ნაყიდი კეტჩუპი გამოიყენოთ, თუმცა სახლში მომზადებულს სულ სხვა გემო აქვს.