ბრინჯი საქონლის ხორცით
ბრინჯისა და საქონლის ხორცის კომბინაცია გემრიელი სადილისათვის :)
ხორცი გარეცხეთ და გაამშრალეთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ საშუალო თასში და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. მოაყარეთ სიმინდის ფქვილი და კარგად ამოურიეთ.
დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ხორცი ყველა მხრიდან თანაბრად დაბრაწეთ, თითოეულ მხარეს დაახლოებით 2–2 წუთით წვით. შემწვარი ხორცი თეფშზე გადაიტანეთ.
ამავე ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე ზეთში 2–3 წუთით მოთუშეთ ხახვი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი და 2–3 წუთით თუშეთ. შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ შემწვარი ხორცი, სოიოს სოუსი, ძმარი, სეზამის ზეთი და ბარდა. კერძი მზადაა. მიირთვით მომზადებისთანავე.