ბადრიჯნის თბილი სალათა
გემრიელი სადილი მთელი ოჯახისათვის!
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.
ალაგ–ალაგ ზოლებად ჩამოათალეთ კანი ბადრიჯანს და დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად.
ნაჭრების ორივე მხარეზე ფუნჯით წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. ზემოდან მოაყარეთ ზღვის მარილი. აცხვეთ 30 წუთით.
გამოიღეთ ღუმელიდან. თუ ბადრიჯანი ცოტათი გამომშრალი მოგეჩვენებათ მოასხურეთ წყალი. გააცივეთ 5 წუთით, შემდეგ დაჭერით 1 სმ ზომის კუბიკებად და გადადგით.
საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ტაფაზე გაააცხელეთ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ პომიდორი, ნიორი, სანელებლები, დაჭრილი და თესლგაცლილი ჩილი, შაქარი და მარილი.
თუშეთ 10 წუთით. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ლიმონის წვენი, ძმარი და შავი პილპილი.
დაუმატეთ გადადებული ბადრიჯანი და შეურიეთ მწვანილები.
მიირთვით თბილი, ან ოთახის ტემპერატურაზე.