შეწვით ორივე წიწაკა ღუმელში, შავი შეფერილობის მიღებამდე. შემდეგ მოათავსეთ ისინი პლასტმასის კონტეინეში და აცადეთ გაცივება. ამასობაში კი მოამზადეთ პამიდვრები: თითოეულს უკანა მხარეს დანის გამოყენებით გაუკეთეთ ორი ზოლი(X-ის ფორმად); ხარშეთ მდუღარე წყალში 1 წუთის განმავლობაში და შემდეგ მოათავსეთ ცივ, გამდინარ წყალში გასაცივებლად.
დაჭერით ბადრიჯანი ვიწრო ზოლებად და შეწვით ცხიმში ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე (დაჭირდება 6-8 წუთი). დარბილებისთანავე ჩაუმატეთ ნიორი.
გაავლეთ წიწაკა ცივ წყალში და მოაცილეთ კანის თხელი ფენა. გაჭერით და გამოაცალეთ მარცვლებიც. შემდეგ დაჭერით ვიწრო ზოლებად და ჩაუმატეთ ბადრიჯანს. გათალეთ გაცივებული პამიდვრები, დაჭერით და ჩაუმატეთ ბადრიჯანს. ჩაასხით ტომატ-პასტაც, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და პილპილი. დუღილის დაწყებისას დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში.