რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ბადრიჯანი ნიგვზით

ნიგვზიანი ბადრიჯანი ნებისმიერ სუფრას დაგიმშვენებთ.
ნიგვზიანი ბადრიჯანი ნებისმიერ სუფრას დაგიმშვენებთ.

0:45:00
14 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
500   გრამი ბადრიჯანი
250   გრამი ნიგოზი
3   კბილი ნიორი
1   ჩ/კ უცხო სუნელი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ჩ/კ წითელი წიწაკა
1   ჩ/კ ყვითელი ყვავილი
3   ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
4   ს/კ წყალი
100   მლ/ლ ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებით
მწვანილი და ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში ერთად გაატარეთ. მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, ეს ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ.

2

გარეცხილი ბადრიჯანი სიგრძეზე დაჭერით, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. ტაფაზე ზეთი დაასხით და ბადრიჯანი საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით.

3

შემწვარი ბადრიჯანი სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. ბადრიჯნებს დარჩენილი ნიგვზის მასა ზემოდან გადაუსვით.

4

დაალაგეთ თეფშზე და, სურვილისამებრ, გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით. გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
შქმერული გემრიელი რაჭული კერძია. ახალგაზრდა ქათმის ხორცი, ნიორი და რძე მისი მთავარი ინგრედიენტებია.
შქმერული გემრიელი რაჭული კერძია. ახალგაზრდა ქათმის ხორცი, ნიორი და რძე მისი მთავარი ინგრედიენტებია.
ავტორი:
მოამზადეთ ქართული ტოლმა დეტალურად განმარტებული რეცეპტით და დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრა.
მოამზადეთ ქართული ტოლმა დეტალურად განმარტებული რეცეპტით და დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრა.
ავტორი:
სვანური მარილის მომზადების წესი.
სვანური მარილის მომზადების წესი.
ავტორი:
მარტივი ქართული ოჯახური რეცეპტი ქათმის ღვიძლის ნიგოზში მოსამზადებლად.
მარტივი ქართული ოჯახური რეცეპტი ქათმის ღვიძლის ნიგოზში მოსამზადებლად.
ავტორი: