ახალი კარტოფილისა და ყველის წვნიანი
ასიამოვნეთ ოჯახის წევრები მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი სუპით კარტოფილითა და ყველით.
კარტოფილი, მწვანე ხახვი და მარილი მოათავსეთ ქვაბში 1.7 ლიტრ წყალთან ერთად. ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე სანამ კარტოფილი მსუბუქად არ მოიხარშება, შემდეგ ამოიღეთ ხახვი.
სანამ კარტოფილები იხარშება, თასში მოათავსეთ არაჟანი, ფქვილი, კვერცხი და პილპილი. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი კარტოფილის ქვაბიდან და კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ეს ნაზავი კარტოფილს. კარგად აურიეთ.
დაჭერით ყველი(იმერული ან მოცარელა) და დაუმატეთ 40 გრ კარაქთან ერთად კარტოფილს. წამოადუღეთ და მუდმივად ურიეთ.
წვრილად დაჭერით 20 გრ კამა და დაუმატეთ სუპს. ფრთხილად მოურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. მიირთვით ცხელი.