ატმის ლიმონათი
უმარტივესი, გემრიელი და სასარგებლო გამაგრილებელი საშუალება ცხელი ზაფხულის დღეებისთვის.
გათალეთ და დაჭერით ატამი. დააბლენდერეთ შაქართან ერთად.
ჩაამატეთ ლიმონის წვენი და წყალი. მოურიეთ კარგად.
ყინულის ნატეხები უმჯობესია დაამატოთ მირთმევის წინ.