არომატული ბადრიჯანი
კიდევ ერთი გემრიელი ბადრიჯნის კერძი ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის დასამშვენებლად.
გაახურეთ ღუმელი 200°C–ზე.
დაჭერით ბადრიჯანი 1 სმ. სისქის წრიულ ფორმებად, შემდეგ დააწყვეთ ზეთმოსხმულ საცხობ ლანგარზე. შეაზავეთ სურვილისამებრ, თუ გსურთ, პილპილიც დაუმატეთ. მოასხურეთ ცოტაოდენი ზეთი და წვით 15–20 წუთით ღუმელში გადაბრაწვამდე. გადააბრუნეთ, კვლავ შეაზავეთ და შედგით ღუმელში დამატებით 15 წუთით გადაბრაწვამდე.
ამასობაში, ფიჭვის კაკალი მოათავსეთ ცეცხლგამძლე ლანგარზე და გააჩერეთ ცხელ ღუმელში 3–4 წუთით, სანამ შეფერვას დაიწყებს, დროდადრო შეამოწმეთ. გამოიღეთ და გააგრილეთ.
გადმოიღეთ ბადრიჯანი თეფშზე და მოაყარეთ რიკოტა, დახლიჩეთ ჩანგლით. მოაყარეთ ზემოდან ფიჭვის კაკალი, ლიმონის ცედრა და პიტნა. გასინჯეთ, ხომ არაფერი აკლია, და მირთმევამდე მოასხურეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.