დაჭერით ხახვი. ზეითუნის ზეთი ტაფაზე დაასხით, დაუმატეთ ხახვი და თუშეთ მაღალ ტემპერატურაზე 2 წუთით, ხშირად მოურიეთ.
ბადრიჯანი კუბიკებად ან მრგვლად დაჭერით და დაუმატეთ ხახვს. ამოურიეთ და საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე 5–6 წუთით თუშეთ, ურიეთ ხშირად.
კარტოფილი გათალეთ და დაჭერით, პომიდორი კი გაფრცქვენით და წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ბადრიჯანს. თუ პომიდორი საკმარისად წვნიანი არ არის, ინგრედიენტებს 100 მლ წყალი შეურიეთ. ამოურიეთ, დააფარეთ და ხარშეთ საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე კარტოფილის მოხარშვამდე.
მწვანე წიწაკა რგოლებად, ოხრახუში და ქინძი კი წვრილად დაჭერით. დაუმატეთ აჯაფსანდალს და ამოურიეთ. სურვილისამებრ, შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორიც. ადუღეთ 2–3 წუთით დაბალ ტემპერატურაზე. შემდეგ გადმოდგით გაზგურიდან.
აჯაფსანდალი შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი ან ცივი. მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით და პილპილით.