შოკოლადის პიცა
შოკოლადისა და პიცის მოყვარულებს ამ უგემრიელეს რეცეპტს გთავაზობთ. ყველაზე ტკბილი პიცა :)
იხილეთ პიცის ცომის რეცეპტი.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 230 C-ზე, ღუმელის ცხაური ღუმელში ქვემოთ მოათავსეთ. დააფინეთ პერგამენტი.
ცომი 23 სმ ზომის წრედ გააბრტყელეთ და წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ.
თითებით ცომის მთელ ზედაპირზე ჩაღრმავებები გააკეთეთ.
ცომს კარაქი გადაუსვით და აცხვეთ გახრაშუნებამდე და გადაბრაწვამდე, დაახლოებით 20 წუთით.
ღუმელიდან გამოღებისთანავე გადაუსვით ნუტელა, შემდეგ მოაყარეთ ნახევრადტკბილი, რძიანი და თეთრი შოკოლადის ნატეხები.
აცხვეთ 1 წუთით, სანამ შოკოლადი დადნობას დაიწყებს.
მოაყარეთ დაჭრილი მოხალული თხილი.
დაჭერით და გემრიელად მიირთვით.