შოკოლადის ქაფქეიქები
უგემრიელესი დესერტის რეცეპტი კულინარიაზე! შეუდექით ცხობას და გემრიელად მიირთვით ;)
გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე. ჩააფინეთ მაფინების ჭიქებში ქაღალდის ფორმები. საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, საცხობი ფხვნილი, კაკაო და მარილი.
დიდი ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე (დაგჭირდებათ დაახლოებით 3 წუთი). ჩაუმატეთ ჯერ ერთი კვერცხი, გათქვიფეთ და შემდეგ მეორე კვერცხი და ისევ გათქვიფეთ. ჩაუმატეთ და შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი. ბოლოს, საუკეთესო შედეგის მისაღებად, მონაცვლეობით ჩაუმატეთ და თითოეულ ეტაპზე კარგად გათქვიფეთ: ფქვილის მშრალი მასის 1/3, რძის 1/2, ფქვილის 1/3, რძის დარჩენილი 1/2 და ფქვილის ბოლო 1/3 ნაწილი. მიღებული ცომით შეავსეთ მაფინების ფორმები 2/3-ით.
აცხვეთ 15-17 წუთის განმავლობაში. გემოვნებისამებრ გააფორმეთ და გემრიელად მიირთვით!