შემწვარი სოკო
სოკოს ასე შეწვა ძალიან მარტივია, შედეგი კი ძალიან გემრიელი :)
სოკო გარეცხეთ და გაამშრალეთ. ღეროები ქუდის პარალელურად მოაჭერით (ღეროები ბოლომდე არ უნდა ამოაჭრათ).
საშუალო ტემპერატურაზე დიდ და ღრმა ტაფაზე დაასხით 2 ს/კ ზეთი და 2 ს/კ კარაქი გადაიტანეთ. როცა ზეთი გაცხელდება სოკო ტაფაზე ერთ ფენად მოალაგეთ (ღეროს მხრით ქვემოთ). მოაყარეთ ნივრის ფხვნილი, მარილი და პილპილი. თუშეთ შებრაწვამდე, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ სათითაოდ გადმოაბრუნეთ და ისევ ნივრის ფხვნილით, მარილითა და პილპილით შეაზავეთ. წვით მეორე მხარესაც შებრაწვამდე, დაახლოებით 5 წუთით.
მოასხურეთ 1 ½ ს/კ ლიმონის წვენი და მოაყარეთ 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. სოკოს ამოურიეთ და წვით კიდევ 1–2 წუთით. გადმოდგით გაზქურიდან და გემრიელად მიირთვით.