შემწვარი სოკო ჩინურად
მოამზადეთ სოკო განსხვავებულად ჩინური სამზარეულოდან.
გაახურეთ ვოკი, დაამატეთ კარაქი, ზეთი და აბრუნეთ ისე, რომ ცხიმი მის მთელ ზედაპირს მოედოს. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, კამა, ქინძი, მარილი, პილპილი და მუდმივად ურიეთ. დაამატეთ სოკო და შუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში. სოკოს დაასხით ღვინის, სოუსის და ფქვილის ნაზავი და წამოადუღეთ. ნახევარი წუთის განმავლობაში გააჩერეთ თავდახურული. დაამატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, რეჰანი და ამოურიეთ.