შემწვარი გოგრა
გამომცხვარი გოგრა არომატული და გამორჩეულად გემრიელია– გოგრის მოყვარულებო არ გამოტოვოთ :)
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. რკინის დიდი კოვზით ამოიღეთ გოგრის თესლები და რბილობი. (თესლი შეგიძლიათ შეინახოთ და მოხალოთ ჩვენი რეცეპტის მიხედვით :) ). გოგრა დიდი ბასრი დანით დაახლოებით 3 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.
გოგრის ნაჭრები საცხობ ლანგარზე მოათავსეთ. მოასხურეთ ზეითუნის ზეთი და თითოეული ნაჭერი ორივე მხარეს ზეთში კარგად ამოავლეთ. შეაზავეთ მარილით, დაფქული სანელებლებითა და ყავისფერი შაქრით. აცხვეთ 20–25 წუთით. ცხობის დრო დამოკიდებულია ნაჭრების სისქეზე. გემრიელად მიირთვით.