შემწვარი ბროკოლი
სასარგებლო თვისებებით დახუნძლული ბროკოლით გემრიელი კერძის მომზადება ნამდვილად იოლი საქმეა.
გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსზე. დაფარეთ საცხობი ლანგარი ფოლგით ან პერგამენტის ქაღალდით.
დააცალკევეთ ბროკოლი ყვავილებად და მოათავსეთ დიდი ზომის თასში. მოასხით 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, ან უფრო ნაკლები გემოვნებისამებრ. მოაყარეთ 1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა და დაჭყლეტილი ან თხლად დაჭრილი 1 კბილი ნიორი. სურვილისამებრ დაუმატეთ წითელი წიწაკის ფანტელებიც(პაპრიკა). მაქსიმალურად ჰაეროვნად შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს.
გადაანაწილეთ ბროკოლი საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ღეროები ისე არ დარბილდება, რომ მათი ჩანგლით ჩაჩხვლეტა გახდება შესაძლებელი. მოათავსეთ გამომცხვარი ბროკოლი თეფშზე და მოასხით ლიმონის წვენი სანამ სუფრასთან მიიტანთ.