შავი ქლიავის ჯემი
                            შავი ქლიავის ჯემი განსაკუთრებით გემრიელია და განსაკუთრებით მიყვარს :)
                        
                    ქლიავი კარგად გარეცხეთ და კურკა მოაცალეთ.
ქლიავი და შაქარი ფენა–ფენა დიდ ქვაბში მოათავსეთ და ოთახის ტემპერატურაზე 1–2 საათით გააჩერეთ.
ქვაბი დაბალ ცეცხლზე შემოდგით და დაახლოებით 2 – 2 ½ საათით ადუღეთ.
როცა მოიხარშება, ცხელი ჯემი გარეცხილ ქილებში ჩაასხით და თავსახური მჭიდროდ დააფარეთ.