ჟოლოს ორცხობილები
გამოაცხვეთ და აიმაღლეთ სადღესასწაულო განწყობა ჟოლოს ორცხობილებით!
გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსზე.
საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი (ოთახის ტემპერატურის) შაქართან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეათქვიფეთ 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი. შეურიეთ ფქვილი ცომის ფორმირებამდე. დააგორგოლავეთ 3-4 სმ ზომის ბურთულები და გაანაწილეთ უცხიმო საცხობ ლანგარზე(x2 ან 3). გაუკეთეთ ჩაღრმავებები თითით და ჩაის კოვზით მოათავსეთ მათში ჯემი/მურაბა.
აცხვეთ 14-18 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ შეყავისფერდება. გამოცხობის შემდეგ ლანგარზევე აცალეთ გაცივება 1 წუთით.
ამასობაში საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ დაფქვილი შაქარი, 3/4 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი და 1 ჩაის კოვზი რძე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოასხურეთ ჯერ კიდევ თბილ ორცხობილებს და გემრიელად მიირთვით!