7 ფენიანი სალათა
მარტივი, ფერადი, გემრიელი, მრავალფეროვანი, მრავალფენიანი სალათა :)
სალათისათვის დაგჭირდებათ მინის ჭურჭელი.
ინგრედიენტები მინის თასში ერთმანეთის მონაცვლეობით აურიეთ: ძირში მოათავსეთ დაჭრილი სალათის ფურცლები, შემდეგი ფენაა შუაზე გაჭრილი პატარა პომიდვრები, შემდეგ მოაყარეთ ძალიან წვრილად გახეხლი ყვავილოვანი კომბოსტო, შემდეგი ფენა ბარდაა, ბარდის ზემოდან კარგად მოხარშული დაჭრილი კვერცხი ლამაზად მოალაგეთ, შემდეგ კი დაჭრილი წითელი ხახვი.
პატარა თასში ათქვიფეთ მაიონეზი, არაჟანი, გახეხილი პარმეზანი, შაქარი, მარილი, და პილპილი. ეს სალათის ბოლო მე–7 ფენაა. საკმაზი თანაბრად მოასხით სალათას და კიდეებამდე გადაანაწილეთ. მოაყარეთ გახეხილი ჩედარი და შემწვარი და დაქუცმაცებული ბეკონი. დააფარეთ და შედგით მაცივარში 6–8 საათით. კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.