რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
სააღდგომო კვერცხის შეღებვის ბუნებრივი მეთოდები
ავტორი: tomato
1
ნაწილი
ძირითადი ინგრედიენტები

ამ მეთოდის ძირითადი ინგრედიენტებია: 4 ჭიქა წყალი, 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი და 1 სუფრის კოვზი მარილი. ასევე დაგჭირდებათ დანა, ქვაბი, კოვზი, საწური და თასი(ნუ გამოიყენებთ ძვირფას ჭურჭელს ლაქების საფრთხის არსებობის გამო). კვერცხების მუყაოს ჩასადები მათ გაშრობაში დაგეხმარებათ. სამუშაო ზედაპირი დაფარეთ გაზეთებით, გამოეწყვეთ ძველ ტანისამოსში და ხელთათმანების გაკეთებაც არაა ცუდი იდეა.

2
ნაწილი
ლურჯი

ლურჯი ფერის კვერცხის მისაღებად დააქუცმაცეთ დიდი წითელი კომბოსტოს ნახევარი და ჩაუმატეთ ძირითადი ინგრედიენტების ნარევს(ძმრის ჩამატება შესაძლებელია ადუღებული ნარევის შეგრილების შემდგომაც). მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, გადაწურეთ ფერადი სითხე ქვაბიდან თასში და გააცივეთ. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ კვერცხს თასში(მინიმუმ 2 საათით), ფერიც მით უფრო მკვეთრი იქნება. კოვზით ამოიღეთ კვერცხი საღებავიდან და გადაიტანეთ მუყაოს ჩასადებში ან დადეთ ტილოზე. აცალეთ კარგად გაშრობა.
ლურჯი ფერის მისაღებად არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: კომბოსტოს ნაცვლად 1 ჭიქა მოცვიც გამოიყენება.

3
ნაწილი
ყვითელი

პროცედურები მსგავსია ყვითელი კვერცხის მისაღებადაც, ოღონდ ამჯერად ბუნებრივ საღებავად 5 სუფრის კოვზი დაფქული ინდური სანელებელი კურკუმა უნდა გამოიყენოთ. კარგად შეურიეთ ის ძირითადი ინგრედიენტების ნარევს და ადუღეთ 2-3 წუთით, სანამ სანელებელი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ, გადაასხით თასში, გააცივეთ და იგივე პროცედურებს მიმართეთ კვერცხის შესაღებად.

4
ნაწილი
წითელი

წითელი შეფერილობისთვის თხლად დაჭერით 2 ცალი ჭარხალი და ჩაუმატეთ ძირითადი ინგრედიენტების ნარევს. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ ფერადი სითხე ქვაბიდან ჯამში და გააცივეთ. შემდეგ, მიმართეთ იგივე პროცედურებს, რაც მოყვანილია ლურჯი ფერის შემთხვევაში.

5
ნაწილი
ყავისფერი

ყავისფერი შეფერილობის მისაღებად ჩაუმატეთ 4 სუფრის კოვზი დაფქული ყავა ძირითადი ინგრედიენტების ნარევს. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ საღებავი თასში და გააცივეთ.
მსგავსი ფერი 6-8 თავი ყავისფერი ხახვის კანის ფურცლებითაც მიიღება.

6
ნაწილი
მწვანე

მწვანე შეფერილობის მისაღებად გამოიყენეთ 2 სუფრის კოვზი დაფქული მწვანე ჩაი.

7
ნაწილი
ოქროსფერი

ოქროსფერი შეფერილობის მისაღებად ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი კამის თესლი 1 ჭიქა წყალში და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი.

8
ნაწილი
იასამნისფერი

იასამნისფერი შეფერილობის მისაღებად წამოადუღეთ 1 ჭიქა წითელი ღვინო ან ყურძნის წვენი და გაციების შემდეგ ძმარი დაუმატეთ.

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
კატეგორიები
მსგავსი რჩევები
როგორ დავჭრათ კომბოსტო მარტივად.
მოხარშული კარტოფილის სწრაფად და მარტივად გაფცქვნის მეთოდი.
ნივრის გარჩევის მარტივი წესი.
იხილეთ მანგოს კუბიკებად დაჭრის მარტივი მეთოდი.