თუკი ბევრი ნიორი გაქვთ გასარჩევი, მაშინ ეს მეთოდი სცადეთ და რამდენიმე თავის გარჩევას სულ რაღაც 1 წუთში შეძლებთ.
ნივრის თავი რკინის ჯამში მოათავსეთ და მეორე, იმავე ზომის ჯამის ძირით მაგრად ჩააწექით, რის შედეგადაც ნივრის კბილები დაცალკევდება.
ამოაბრუნეთ და დააფარეთ მეორე ჯამი. უმჯობესია, გამოიყენოთ რკინის თანაბარი ზომის ჯამები. თუმცა ასევე შეგიძლიათ პლასტმასის კონტეინერების გამოყენებაც.
ჯამებს კარგად მოკიდეთ ხელი და 30 წამით კარგად შეანჯღრიეთ ისე, რომ ნიორი ჯამებს მაგრად ეხეთქებოდეს.
შედეგად მიიღებთ გარჩეულ ნიორს. თუ ზოგიერთი ნაწილობრივ იქნება გარჩეული, რამდენიმე წამით კიდევ კარგად შეანჯღრიეთ.