მიყევით სურათზე გამოსახულ ეტაპებს: დახაზეთ და გამოჭერით ჯვრის ფორმის სასურველი ზომის ფერადი ქაღალდი; დახაზეთ, ახლა უკვე ლურსმნით ან დანის წვერით (იმისათვის, რომ შემდეგ მარტივად გადაიკეცოს); გახვრიტეთ ქაღალდი ოთხგან, როგორც სურათზეა; დაკეცეთ; ნახვრეტებში გაუყარეთ ლენტი.
ამავე პრინციპით, სამკუთხა პირამიდის ფორმის ყუთის დამზადებაც შესაძლებელია. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს მარტივი იდეა.