გრილ ამინდებში გემრიელი ცხელი ყავის მირთმევას არაფერი სჯობს :)
ლატეს გასაკეთებლად დაგვჭირდება:
1 ჩ/კ ხსნადი ყავა,
2 ჩ/კ ცხელი წყალი,
1 ჭიქა (240 მლ) ცხელი რძე,
1–2 ჩ/კ შაქარი (ან გემოვნებით),
ათქვეფილი ნაღები,
კაკაო, ვანილის ექსტრაქტი, დაფქული მიხაკი და დარიჩნი.
1 ჩ/კ ხსნადი ყავა და 1–2 ჩ/კ ცხელი წყალი ყავის ჭიქაში მოათავსეთ. ურიეთ ყავის გახსნამდე.
დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. შეგიძლიათ, სურვილისამებრ, დაუმატოთ ვანილის ექსტრაქტი, დაფქული მიხაკი და დარიჩინი. როცა სასურველ ინგრედიენტებს დაუმატებთ, კოვზით კარგად მოურიეთ.
გააცხელეთ (არ აადუღოთ) 240 მლ რძე გაზქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ცხელი რძე ჭიქაში გახსნილ ყავასა და შაქარს დაასხით. კოვზით კარგად მოურიეთ.
ლატეს დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები. მოაყარეთ კაკაო და, სურვილისამებრ, დაფქული დარიჩინი.
ლატე მზადაა და გემრიელად მიირთვით :)