რამდენადაც თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლოა სურდეს ერთჯერადი დიეტით შარვლის ზომის შეცვლა, არ არსებობს ერთიანი მიდგომა კილოგრამების ჩამოსაკლებად.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში წარმოებულმა კვებითმა კვლევამ ნათლად წარმოაჩინა, რომ წონაში დაკლება ძალზედ კომპლექსური საკითხია. რამდენადაც თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლოა სურდეს ერთჯერადი დიეტით შარვლის ზომის შეცვლა, არ არსებობს ერთიანი მიდგომა კილოგრამების ჩამოსაკლებად. თითოეული ინდივიდის მიერ საუკეთესო წონაში დასაკლები დიეტის შერჩევისას გენეტიკა, ჯანმრთელობის ისტორია, კვებითი უპირატესობები და პიროვნული მახასიათებლებიც კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.
ლიცენზირებული დიეტოლოგის, სარა გარონეს თქმით, იგი ყოველთვის სიხარულით ეყრდნობა იმ ერთადერთ დიეტას, რომელიც მისი აზრით, წონაში დაკლებისადმი ჯანსაღი მიდგომის მხრივ დანარჩენებზე მაღლა დგას - ხმელთაშუა ზღვის დიეტა.
ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის კვებით წესებზეა დაფუძნებული, მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის, ზღვის პროდუქტების, მცენარეული ცილებისა და მინიმალური რაოდენობის რძის პროდუქტების მენიუზეა ორიენტირებული. ზეითუნის ზეთის ხშირი გამოყენება და წითელი ღვინის ზომიერი მოხმარება ხმელთაშუა ზღვის ტრადიციული დიეტის განმასხვავებელი ნიშნებია, ხოლო მასში შაქრისა და წითელი ხორცის გამოყენება აკრძალულია.
თუკი თვალყურს ადევნებთ ისეთ სადიეტო რეიტინგებს, როგორებიც, მაგალითად, აშშ – ს ახალი ამბებისა და მსოფლიო ანგარიშების ყოველწლიურ ჩამონათვალია, ალბათ შენიშნავდით, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტისადმი უამრავი ადამიანის სიმპათიის მიუხედავად, იგი წონაში დასაკლებად ყოველთვის როდი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ საშუალებას. მაშინ რაშია საქმე? რატომ მიაჩნიათ იგი კვების ექსპერტებს წონაში დაკარგვის ყველაზე ჯანსაღ გზად?
მოკლედ რომ ვთქვათ, ხმელთაშუა ზღვის დიეტის ჭეშმარიტი არსი ცხოვრების წესში და არა დიეტაში მდგომარეობს, ხოლო ცხოვრების სტილის თანმიმდევრული, ყოვლისმომცველი ცვლილებები ხშირად კალორიების მკვეთრ შემცირებასა თუ მაკროელემენტურ ტანვარჯიშზე ბევრად უფრო მდგრადია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დიეტები სხეულის წონაში უფრო სწრაფად დაკლების უზრუნველსაყოფად მაკროელემენტებს იყენებენ, ხმელთაშუა ზღვის დიეტა თქვენს სისტემაზე ამგვარად ნამდვილად არ ზემოქმედებს. ამის ნაცვლად, იგი გულისხმობს "გრძელი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო" მიდგომას. ხმელთაშუა ზღვის კვებითი გეგმის განხორციელების პროცესში ჯანმრთელობის უკეთესი მდგომარეობის უზრუნველყოფისაკენ გრძელი გზის გავლა მოგიწევთ. მართლაც, ხმელთაშუაზღვისპირეთის ჭეშმარიტი ფილოსოფია მოიცავს არა მხოლოდ კვებას, არამედ ჯანმრთელი ცხოვრების სხვა ისეთ ასპექტებსაც, როგორებიც რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და სხვებთან ერთად კვებითა და სოციალური დროის გატარებით მიღებული სიამოვნებაა.
ამან შესაძლოა მდგომარეობის სწრაფი გამოსწორება ვერ გამოიწვიოს, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული დიეტა ნამდვილად მოქმედებს. მაგალითად, 2018 წელს კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 12 წლის განმავლობაში 12000-ზე მეტი ადამიანის შემოწმება განხორციელდა, ცხადყო, რომ ხმელთაშუა ზღვის კვებითი გეგმა არა მხოლოდ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა ადამიანებს წონის დაკლებაში, არამედ ასევე იცავდა ჯანსაღი წონის მქონე ადამიანებს ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის განვითარებისაგან.
პარკოსნებისა და სრული მარცვლეულის ბოჭკოებით, თხილეულის, თესლეულის, თევზისა და ზეითუნის ზეთის ჯანსაღი ცხიმებითა და ხილისა და ბოსტნეულის ანტიოქსიდებით მდიდარი დიეტა ჯანმრთელობისათვის მხოლოდ სარგებლის მომტანია. ხმელთაშუა ზღვის დიეტის გამოყენებისას ნაკლებად განიცდით ანთებას, გულის ჯანმრთელობა უმჯობესდება, ხოლო სისხლში შაქრის მოცულობა ბევრად უკეთ კონტროლდება. ხშირად, როდესაც ჯანმრთელობის აღნიშნული ზომები მოწესრიგებულია, წონაში დაკლებაც შესანიშნავ ბონუსად გვევლინება. სარა გარონეს, როგორც დიეტოლოგსა და ამავდროულად ჭამის მოყვარულს, ჯანმრთელობისადმი აღნიშნული ფართო მიდგომა წონაში დაკლების ყველაზე ჯანსაღ გზად მიაჩნია.