რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
კერძი ჯანმრთელობის ფასად
ავტორი: tomato
საკვებს უმეტესად ღია ცეცხლზე ამზადებთ? თქვენი ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, კონკრეტულად კი..

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი კერძს პირდაპირ ან ღია ცეცხლზე ამზადებს, ან ტრადიციულ ღუმელზე, რომელიც უმეტესად მუშაობს შეშაზე, ქვანახშირზე და სხვა მასალებზე. 3 მილიარდი ადამიანი სწორედ ამ გზით იმზადებს კერძს. მასალის წვისას გამოყოფილი მომწამვლელი ბოლი კი წელიწადში მათგან 1,9 მილიონი კაცის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ წვისას გამოყოფილი კვამლი რიგით მეხუთე ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორთაგანია განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. ამ ფაქტორით გამოწვეული დაავადება შეიძლება იყოს პედიატრიული პნეუმონია, ემფიზემა, ფილტვების კიბო, ბრონხიტი, კარდიოვასკულარული დაავადება და სხვა.

სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, აფრიკა და ჩინეთი წარმოადგენენ ნახსენები მიზეზით გამოწვეულ ჩამოთვლილი დაავადებების განვითარების ეპიცენტრულ რეგიონებს. საფრთხე განსაკუთრებით ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებს ემუქრებათ. ღუმელების მიერ გამოყოფილი ბოლი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გარდა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასაც ლოკალური, რეგიონალური და შემდეგ გლობალური მასშტაბით.

გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების მდივანმა, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა იმ გლობალური ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის მიზანიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფონდის წინამძღვრობით სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა იქნებოდა. უფრო კონკრეტულ და პრაქტიკულ მიზანს კი  2020 წლისათვის 100 მილიონ ოჯახში უსაფრთხო და ეფექტური ღუმელების არსებობა წარმოადგენს. ალიანსი მხარს უჭერს და ყველას მოუწოდებს იმ ელექტრო და სხვა სახის ღუმელების შემოღება-დანერგვას, რომლებიც ბიო-საწვავზე იმუშავებენ და ჯანმრთელობისათვის მავნე გამონაქვოლბს არ გამოყოფენ.

ზემოთგანხილული საკითხი აქტუალური პრობლემაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვისაც. როდესაც ვსაუბრობთ ფილტვების კიბოს გახშირებულ შემთხვევებზე და მიზეზად ერთი ხელის მოსმით მოგვყავს თამბაქოს მოხმარება ამ დროს ავტომატურად გამოვრიცხავთ ამ უბედურებაში წვლილის შემტან ყველა სხვა ფაქტორს და აღარც ვუფიქრდებით მათ. ძველი, გაუმართავი გაზქურა და ყველასათვის ცნობილი ფეჩი – მომმარაგებლები იმ ნამწვავის, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების განვითარებას პირდაპირ თუ არ იწვევს მას. ამ პრობლემის მოგვარებაზე ხელისუფლების გარდა არასამთავრობო ორგანოები და სამოქალაქო საზოგადოება, მისი თითოეული წევრი უნდა ფიქრობდეს და ზრუნავდეს.

ბეჭდვა
loading...
კომენტარები
0 კომენტარი
სხვა საინტერესო რეცეპტები და რჩევები
ხორციანი ღვეზელები
ხორციანი ღვეზელები
გიზიარებთ გემრიელი ხორციანი ღვეზელების რეცეპტს. შეიძლება ერთი შეხედვით რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაფერი გამოცდილების და პრაქტიკის ამბავია :)
ავტორი:
გოგრის კრემ-სუპი
გოგრის კრემ-სუპი
უმარტივესი და უგემრიელესი გოგრის კრემ-სუპის რეცეპტი.
ავტორი:
ყველის სოუსი
ყველის სოუსი
გთავაზობთ გემრიელ ყველის სოუსის რეცეპტს რომელიც ყველაფერს უხდება. სალათებს, ტოსტებს, ბლინებს და ა.შ.
ავტორი:
რეცეპტები საახალწლო სუფრისთვის
2018 წლის საახალწლო რეცეპტების ნაკრები.
თარიღი: 12/27/2017
ავტორი: khatia
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ქაღალდის ნაძვის ხე
გააკეთეთ საახალწლო ფერად–ფერადი ნაძვის ხეები უმარტივესად :)
როგორ დავჭრათ და შევწვათ კომში
იხილეთ თუ როგორ ავარჩიოთ, დავჭრათ და შევწვათ კომში.
როგორ ვიკვებოთ სწორად
როგორ ფიქრობთ, სწორად იკვებებით? სწორად კვება მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღებას გულისხმობს? გაეცანით დიეტოლოგთა რჩევებს, თუ როგორ ვიკვებოთ სწორად.
თარიღი: 05/06/2017
ავტორი: tamta
კულინარების მოგზაურობა ოკუპირებულ აფხაზეთში
ამერიკაში მცხოვრები ფრანგი მზარეული მეგობარ მზარეულებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. გთავაზობთ ჩანაწერების თარგმანს.
თარიღი: 03/02/2017
ავტორი: tomato
მსგავსი სტატიები