რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
ქათმის ხორცის სასარგებლო თვისებები - როგორ ავარჩიოთ ქათამი?
ავტორი: Tekla_mi
ქათამი

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს არის მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის, მისი ზრდისა და ფუნქციობისთვის. ქათმის ხორცი საქონლის ხორცთან შედარებით მეტ ცილას შეიცავს (ქათმის ხორცში ცილები 19,5%-ია, საქონლის ხორცში კი 13%) და მას ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ამიტომ ქათმის ხორცი შეიძლება სხვა ხორცზე უფრო ხშირად და მეტი ოდენობით მოვიხმაროთ.

 

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ბებერი და ახალგაზრდა ქათამი?
 

განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ფრინველის ხორცი. გირჩევთ, არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი - მისი ხორცი მაგარი და უხეშია. ფრინველის ასაკის გასარჩევად დააკვირდით მის კანს და ფეხებს: ბებერ ქათამს კანი უხეში აქვს, მოყვითალო ფერისა, ქონი - მუქი ყვითელი, ფეხები დაფარული აქვს უხეში ქერცლით, ხოლო ფეხის ქვედა მხარეზე აქვს კანის უხეში წანაზარდები. ახალგაზრდა ქათამს კანი ღია ფერისა აქვს, ფრთებ ქვეშ უჩანს ძარღვები, ფეხები რბილი აქვს, დაფარული წვრილი ყვითელი ქერცლით. ბებერი ქათამი შეიძლება ახალგაზრდაზე ცხიმიანი იყოს, თუმცა ახალგაზრდა ქათმის ხორცი ბევრად უფრო ნაზი და გემრიელია, ამიტომ ყოველთვის სჯობს, აირჩიოთ ახალგაზრდა ქათამი.
 

რომელი ჯიშის ქათამი სჯობს?
 

ქათმის ხორცი იყოფა ორ სახეობად: მეხორცული და კვერცხის მდებელი. მეხორცული ჯიში უფრო მეტ ცილასა და ცხიმს შეიცავს, ვიდრე კვერცხის მდებელი შესაბამისად უფრო გემრიელია. მეხორცეული ქათამი კვერცხის მდებელ ქათამზე ბევრად დიდია და გაითვალისწინეთ, რომ ფერმის ქათმები ძირითად შემთხვევაში მეხორცეული ჯიშისაა. კვერცხის მდებელი ქათამი უფრო გამოფიტულია და ნაკლებად სასარგებლო. შესაბამისად, უმჯობესია არჩევანი მეხორცეულე ჯიშის ქათამზე შეაჩეროთ, იგი უფრო გემრიელია და ყუათიანი. 
 

როგორ ამოვიცნოთ კარგად ნაკვები ფრინველი?

 

კარგად ნაკვებ ქათამს - მკერდის ძვალი არ უჩანს, მკერდს ცხიმი თხელი ფენით ფარავს, კანის ფერი ღია ტონებშია მუქი ფერების გარეშე. ცუდად ნაკვებ ქათამს - კი მკერდის ძვალი გამოკვეთილი აქვს, კანს მონაცრისფრო, მოყვითალო ფერი გადაჰკრავს. სრულიად შესაძლებელია, რომ ასაკიან ქათამს მეტი ცხიმი ჰქონდეს, ვიდრე ახალგაზრდას, მაგრამ სჯობს ისევ ახალგაზრდა, ნაკლებ ცხიმიანი შეიძინოთ.

 

ქათმის ხორცის შეძენისას უმჯობესია აირჩიოთ მეხორცეული ჯიშის ახალგაზრდა, კარგად ნაკვები ფრინველი, სასურველია ახალდაკლული (შესაძლებელია გაყინულიც).

ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
სხვა საინტერესო რეცეპტები და რჩევები
პომიდორი და ყაბაყი
კვერცხი ისპანახითა და სოკოთი
რა დაგვეხმარება გემრიელი კერძების მომზადებაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
ქართული სამზარეულო მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ტრადიციული კულინარია მრავალფეროვანი კერძებით გამოირჩევა და მათი გემო უდაოდ გამოარჩევს ქართულ სამზარეულოს სხვადასხვა ქვეყნის კერძებისგან, თუმცა კერძების მზადება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.
თარიღი: 05/21/2022
ავტორი: tomato
იტალიური ორცხობილები ღვინით
რესტორანი “პური და ღვინო“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
რესტორანი “პური და ღვინო“ ოდესღაც მხოლოდ იდეას წარმოადგენდა. კონცეფციის ასეთი სახით ჩამოსაყალიბებლად უამრავი საფეხურის გავლა გახდა საჭირო. ამ ეტაპების წარმატებით დაძლევას თან მოყვა რესტორნის წარმატებაც.
თარიღი: 02/03/2022
ავტორი: tomato
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ქაღალდის ნაძვის ხე
გააკეთეთ საახალწლო ფერად–ფერადი ნაძვის ხეები უმარტივესად :)
მსგავსი სტატიები
თარიღი: 03/02/2017
ავტორი: tomato
საკვებს უმეტესად ღია ცეცხლზე ამზადებთ? თქვენი ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, კონკრეტულად კი..