როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ბებერი და ახალგაზრდა ქათამი?
განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ფრინველის ხორცი. გირჩევთ, არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი - მისი ხორცი მაგარი და უხეშია. ფრინველის ასაკის გასარჩევად დააკვირდით მის კანს და ფეხებს: ბებერ ქათამს კანი უხეში აქვს, მოყვითალო ფერისა, ქონი - მუქი ყვითელი, ფეხები დაფარული აქვს უხეში ქერცლით, ხოლო ფეხის ქვედა მხარეზე აქვს კანის უხეში წანაზარდები. ახალგაზრდა ქათამს კანი ღია ფერისა აქვს, ფრთებ ქვეშ უჩანს ძარღვები, ფეხები რბილი აქვს, დაფარული წვრილი ყვითელი ქერცლით. ბებერი ქათამი შეიძლება ახალგაზრდაზე ცხიმიანი იყოს, თუმცა ახალგაზრდა ქათმის ხორცი ბევრად უფრო ნაზი და გემრიელია, ამიტომ ყოველთვის სჯობს, აირჩიოთ ახალგაზრდა ქათამი.
რომელი ჯიშის ქათამი სჯობს?
ქათმის ხორცი იყოფა ორ სახეობად: მეხორცული და კვერცხის მდებელი. მეხორცული ჯიში უფრო მეტ ცილასა და ცხიმს შეიცავს, ვიდრე კვერცხის მდებელი შესაბამისად უფრო გემრიელია. მეხორცეული ქათამი კვერცხის მდებელ ქათამზე ბევრად დიდია და გაითვალისწინეთ, რომ ფერმის ქათმები ძირითად შემთხვევაში მეხორცეული ჯიშისაა. კვერცხის მდებელი ქათამი უფრო გამოფიტულია და ნაკლებად სასარგებლო. შესაბამისად, უმჯობესია არჩევანი მეხორცეულე ჯიშის ქათამზე შეაჩეროთ, იგი უფრო გემრიელია და ყუათიანი.
როგორ ამოვიცნოთ კარგად ნაკვები ფრინველი?
კარგად ნაკვებ ქათამს - მკერდის ძვალი არ უჩანს, მკერდს ცხიმი თხელი ფენით ფარავს, კანის ფერი ღია ტონებშია მუქი ფერების გარეშე. ცუდად ნაკვებ ქათამს - კი მკერდის ძვალი გამოკვეთილი აქვს, კანს მონაცრისფრო, მოყვითალო ფერი გადაჰკრავს. სრულიად შესაძლებელია, რომ ასაკიან ქათამს მეტი ცხიმი ჰქონდეს, ვიდრე ახალგაზრდას, მაგრამ სჯობს ისევ ახალგაზრდა, ნაკლებ ცხიმიანი შეიძინოთ.
ქათმის ხორცის შეძენისას უმჯობესია აირჩიოთ მეხორცეული ჯიშის ახალგაზრდა, კარგად ნაკვები ფრინველი, სასურველია ახალდაკლული (შესაძლებელია გაყინულიც).