რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
შენახვა
რეცეპტები სტატიები რჩევები

ქლიავისა და ნუშის ხრაშუნა ნამცხვარი

უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც მომზადებისა და დაგემოვნების შემდეგ ყველას გაუზიარებთ!
უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც მომზადებისა და დაგემოვნების შემდეგ ყველას გაუზიარებთ!
0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
250  გრამი კარაქი
225  გრამი შაქარი
300  გრამი გატარებული ნუში
165  გრამი ფქვილი
2  ცალი კვერცხი
1  ჩ/კ დარიჩინი
1  ჩ/კ გამაფხვიერებელი
6  ცალი ქლიავი
50  გრამი ნუშის ფანტელი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

გაახურეთ ღუმელი 180°C-მდე. წაუსვით კარაქი და დააფინეთ პერგამენტი (კალკა) 20X30 სმ ზომის საცხობ ლანგარს.

2

მოათავსეთ კარაქი(უნდა იყოს ძალიან ცივი), შაქარი და გატარებული ნუში სამზარეულოს კომბაინში. თქვიფეთ მანამ, სანამ დაფშვნილ ორცხობილას არ დაემსგავსება. ნარევის ნახევარი კოვზით თასში გადაიტანეთ და გადადგით.

3

კომბაინში დარჩენილ მეორე ნახევარს დაამატეთ 140 გრამი ფქვილი და თქვიფეთ ცომის მიღებამდე. მოათავსეთ ცომი საცხობ ლანგარზე და მოასწორეთ კოვზის ზურგით. აცხვეთ 15–20 წუთით, სანამ არ დაიბრაწება. გააგრილეთ 10 წუთით.

4

შიგთავსის გასაკეთებლად, შემონახული ნარევი კვლავ კომბაინში მოათავსეთ (თავზე მოსაყრელად შეინახეთ რამდენიმე კოვზი). დაამატეთ კვერცხი, 25 გრამი ფქვილი, დარიჩინი და გამაფხვიერებელი, თქვიფეთ რბილი ცომის მიღებამდე. მოასხით თავზე გამომცხვარ ფენას.

5

თავზე მოალაგეთ უკურკო და 6 ნაჭრად დაჭრილი ქლიავის ნაჭრები, დარჩენილი შაქარი და დარიჩინი. აცხვეთ 20 წუთით. შემდეგ მოაყარეთ მოსართავად შენახული რამდენიმე კოვზი შაქრისა და ნუშის ნარევი და ნუშის ფანტელები. აცხვეთ კიდევ 20 წუთის განმავლობაში ან ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. დაჭრამდე ლანგარზევე გააცივეთ.

შენახვა
თქვენთვის რეკომენდებული
მარტივი რეცეპტი ყველაზე გემრიელი ბრაუნის მოსამზადებლად. დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრას.
მარტივი რეცეპტი ყველაზე გემრიელი ბრაუნის მოსამზადებლად. დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრას.
ავტორი:
ამ ნამცხვარს არაჩვეულებრივი ვიზუალიც აქვს და ფერადი ფანტელები კიდევ უფრო მადისაღმძვრელს ხდის.
ამ ნამცხვარს არაჩვეულებრივი ვიზუალიც აქვს და ფერადი ფანტელები კიდევ უფრო მადისაღმძვრელს ხდის.
ავტორი:
მოამზადეთ ვაშლის ნამცხვარი მარტივად. შეაფასეთ და თავადაც გამოაქვეყნეთ საკუთარი რეცეპტები!
მოამზადეთ ვაშლის ნამცხვარი მარტივად. შეაფასეთ და თავადაც გამოაქვეყნეთ საკუთარი რეცეპტები!
ავტორი:
უმარტივესი ფაფუკი შოკოლადის ნამცხვარი, რომლის ცომის მომზადება მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.
უმარტივესი ფაფუკი შოკოლადის ნამცხვარი, რომლის ცომის მომზადება მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ.
ავტორი:
ნამცხვარი ნაპოლეონი ალბათ ყველას უყვარს. მოამზადეთ და დაატკბეთ სადღესასწაულო სუფრა ამ ნამცხვრით.
ნამცხვარი ნაპოლეონი ალბათ ყველას უყვარს. მოამზადეთ და დაატკბეთ სადღესასწაულო სუფრა ამ ნამცხვრით.
ავტორი:
კომენტარები
0 კომენტარი
მსგავსი რეცეპტები
ზღაპრულად გემრიელი, ტკბილი და არომატული ნამცხვარი. მიირთვით ცხელ ჩაისთან ერთად.
ზღაპრულად გემრიელი, ტკბილი და არომატული ნამცხვარი. მიირთვით ცხელ ჩაისთან ერთად.
ავტორი:
სულ რამდენიმე წუთი და საოცრად გემრიელი უმარტივესი ქოქოსის ნამცხვარი უკვე მზადაა :)
სულ რამდენიმე წუთი და საოცრად გემრიელი უმარტივესი ქოქოსის ნამცხვარი უკვე მზადაა :)
ავტორი:
ვაშლის უგემრიელესი ნამცხვარი ამ მარტივი რეცეპტით ძალიან მცირე დროში მზადდება :)
ვაშლის უგემრიელესი ნამცხვარი ამ მარტივი რეცეპტით ძალიან მცირე დროში მზადდება :)
ავტორი:
მოამზადეთ გემრიელი ნამცხვარი სწრაფად და მარტივად მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტის გამოყენებით :)
მოამზადეთ გემრიელი ნამცხვარი სწრაფად და მარტივად მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტის გამოყენებით :)
ავტორი:
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ნამცხვარი იდეალი მარიეტას რეცეპტით იოლი მოსამზადებელი და გემრიელია.