ვიშისუაზი – ცივი წვნიანი
ამერიკული ვიშისუაზი ფრანგული სახელწოდებით – ცივი წვნიანი კარტოფილითა და პრასით.
საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე დიდ ქვაბში გააცხელეთ კარაქი გადნობამდე, ქაფის წარმოქმნამდე და გაყავისფერებამდე.
დაუმატეთ დაჭრილი პრასი და ხახვი. ამოურიეთ და თუშეთ რამდენიმე წუთით ბოსტნეულის დარბილებამდე.
დაუმატეთ გათლილი და დაჭრილი კარტოფილი, მარილი, წყალი ან ბულიონი. აადუღეთ, შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30–40 წუთით, კარტოფილის მოხარშვამდე. გადმოდგით გაზქურიდან.
მიღებული წვნიანი ბლენდერში ნაწილ–ნაწილ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
გააგრილეთ და შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და ნაღები. გააგრილეთ ბოლომდე და შედგით მაცივარში. მიირთვით ცივი.
მორთეთ დაჭრილი მწვანე ხახვით.