თუ ოჯახის წევრებისთვის ტკბილი სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაეცანით ამ რეცეპტს. გამოიყენეთ გერმანული ნამცხვრის ცომი მაფინებისა და კექსის გამოსაცხობადაც!
გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F). მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი 23×33სმ ზომის საცხობ ლანგარს. ვაშლები გათალეთ, ამოაჭერით გული და დაჭერით კუბიკებად.
გათქვიფეთ 2 კვერცხი და მცენარეული ზეთი მიქსერით, კრემისებური მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ შაქარი, ვანილის ექსტრაქტი და კარგად შეურიეთ.
ერთმანეთს ჯერ ცალკე შეურიეთ ფქვილი, მარილი, სოდა, დარიჩინი და შემდეგჩაუმატეთ კვერცხის მასას. კარგად შეურიეთ. მიღებულ სქელ ცომს ხის კოვზით ჩაუმატეთ ვაშლის კუბიკები.
მომზადებული მასა გადაანაწილეთ საცხობ ლანგარზე და აცხვეთ გახურებულ ღუმელში ასე 45 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ვაშლის ნამცხვარი გააცივეთ ცხაურზე და სურვილისამებრ გამოიყენეთ თხლად დაჭრილი ნუში და შაქრის პუდრა გასაფორმებლად.