ვაშლის კრუასანები
რომც არ იყოთ კრუასანის მოყვარული, ვაშლის კრუასანები მაინც მოგეწონებათ
გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
გააბრტყელეთ კრუასანის ცომი და დაჭერით თანაბარი ზომის ექვს სამკუთხედად.
ვაშლის ხილფაფას სურვილისამებრ შეურიეთ ცოტა დაფქული დარიჩინი ან მიხაკი, წაუსვით ცომის ნაჭრებს და განიერი მხრიდან გადაახვიეთ.
დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და ცოტა დარიჩინი და მოაყარეთ კრუასანებს.
გამზადებული კრუასანები ფირფიტაზე დააწყვეთ და აცხვეთ 12-15 წთ.