რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით

გემრიელი სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით ყველა ოჯახის საახალწლო სუფრას დაამშვენებდა.
გემრიელი სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით ყველა ოჯახის საახალწლო სუფრას დაამშვენებდა.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

ტომატო წარმოგიდგენთ ყველაზე მარტივ რეცეპტს, რომელიც გასწავლით სამარხვო რულეტის სწრაფად და იოლად მომზადებას. გიყვართ “სიგარეტები”? არაა პრობლემა! ეს არის “ორი ერთში” რეცეპტი. ისწავლეთ ამ ერთი რეცეპტით ორი დესერტის მომზადება!

რეცეპტის ინგრედიენტები
1   ჩ/ჭ ზეთი
2   ს/კ ზეთი
12   ჩ/ჭ ცხელი წყალი
1   ჩ/ჭ ნიგოზი
1   ჩ/ჭ შაქარი
3 12   ჩ/ჭ ფქვილი
1   ჩ/კ დაფქული მიხაკი
1   ჩ/კ სოდა
სურვილისამებრ ცოტა ქიშმიში
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

3 ჩაის ჭიქა ფქვილი მოათავსეთ ჯამზე, გაუკეთეთ შუაში ჩაღრმავება და ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა ზეთი და ნახევარი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი. შემდეგ ჩაუმატეთ სოდა და მოზილეთ ცომი.

2

ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და მიხაკი. სურვილისამებრ ქიშმიშის ჩამატებაც შეგიძლიათ.

3

გაყავით ცომი 3 თანაბარ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული და თანაბრად გაანაწილეთ მათზე ნიგვზიანი გულის მასა. შემდეგ გადაახვიეთ ყველაზე დიდი გვერდის მხრიდან. მიღებული რულეტები მოათავსეთ ცივ ფქვილმოყრილ ტაფაზე. ბამბის გამოყენებით ზევიდან გადაუსვით ზეთი და შედგით ცხელ ჰაერღუმელში გამოსაცხობად. აცხვეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი გავარდისფერდება გამოიღეთ, დაჭერით და დაელოდეთ სანამ არ გაცივდება.

ამავე ინგრედიენტებით შეგიძლიათ სამარხვო “სიგარეტების” მომზადება. ამისათვის ცომი დაყავით გაცილებით უფრო მცირე ზომის სამკუთხედებად და სხვა დანარჩენი პროცედურა გაიმეორეთ იგივენაირად.

იქნებ ინგრედიენტების გამრავალფეროვნებაზეც გვეფიქრა? თქვენ რას დაუმატებდით? თაფლზე რა აზრის ხართ?

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ტომატო გთავაზობთ გემრიელი სამარხვო თაფლაკვერების რეცეპტს, რომელიც მიანიჭებს თქვენს სუფრას მეტ სიტკბოებას.
ტომატო გთავაზობთ გემრიელი სამარხვო თაფლაკვერების რეცეპტს, რომელიც მიანიჭებს თქვენს სუფრას მეტ სიტკბოებას.
ავტორი:
სამარხვო ბლინების მომზადება ძალიან მარტივია! მცირე დრო, რამდენიმე ინგრედიენტი და საუზმეც მზად არის!
სამარხვო ბლინების მომზადება ძალიან მარტივია! მცირე დრო, რამდენიმე ინგრედიენტი და საუზმეც მზად არის!
ავტორი:
ყველაზე პოპულარული სამარხვო დესერტის რეცეპტი კულინარიაზე!
ყველაზე პოპულარული სამარხვო დესერტის რეცეპტი კულინარიაზე!
ავტორი:
ძალიან გემრიელი, სამარხვო ტორტის რეცეპტი ნუშის ნატეხებით.
ძალიან გემრიელი, სამარხვო ტორტის რეცეპტი ნუშის ნატეხებით.
ავტორი: