კარტოფილი და სტაფილო გარეცხეთ (არ გათალოთ) და ქვაბში მოხარშეთ. გააცივეთ, გაფრცქვენით და შედეგ სხვადასხვა თასებში ცალ–ცალკე წვრილად გახეხეთ.
მოხარშეთ კვერცხები, გააგრილეთ და დააცალკევეთ ცილა და გული. ცალ–ცალკე გახეხეთ ან წვრილად დაჭერით.
პატარა თასში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფარეთ ცხელი წყლით და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ წყალი გადაწურეთ.
გადაწურეთ თევზის კონსერვი და ჩანგლით დააქუცმაცეთ და დასრისეთ.
სასალათე თასის ძირში მოათასვეთ გახეხილი კარტოფილი. გადაუსვით მაიონეზი.
შემდეგი ფენა თევზისაა, მოაყარეთ თევზის ფენას დაჭრილი ხახვი და ისევ მაიონეზი გადაუსვით.
მოაყარეთ კვერცხის ცილა და კვლავ მაიონეზი გადაუსვით.
შემდეგი ფენა გახეხილი სტაფილო უნდა იყოს და ამ ფენასაც მაიონეზი გადაუსვით.
მოაყარეთ კვერცხის გული. ეს ბოლო ფენაა.
სალათას შეგიძლიათ დაჭრილი კამა მოაყაროთ ან მორთოთ თქვენი სურვილისამებრ.
სალათის შენახვა მაცივარში 2–3 დღემდე შეგიძლიათ.