სალათა ნიგვზით
სალათების სეზონი უკვე მოვიდა. თანაც, ნიგვზიანი სალათები ხომ განსაკუთრებით გვიყვარს ქართველებს :)
პამიდორი დავჭრათ ნაჭრებად და შევურიოთ: წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი და ხორცსაკეპში გატარეული ნიგოზი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და დავუმატოთ ვაშლის ძმარი. გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი კამით. გემრიელად მიირთვით!