რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

საშობაო ნამცხვარი

რჩეული საშობაო ნამცხვრის საუკეთესო რეცეპტი მსოფლიოში განთქმული მზარეულის, ჯეიმი ოლივერისგან.
რჩეული საშობაო ნამცხვრის საუკეთესო რეცეპტი მსოფლიოში განთქმული მზარეულის, ჯეიმი ოლივერისგან.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

საშობაო სუფრის ნამდვილი მშვენება – თქვენი გემოვნებით მორთული უგემრიელესი ხილის ნამცხვარი, რომელიც სადღესასწაულო სუფრაზე არავის დატოვებს გულგრილს.
 

რეცეპტის ინგრედიენტები
5   ს/კ კოვზი სიროფი
900   გრამი ჩირის ასორტი
500   გრამი ქიშმიში ან შტოში (გემოვნებით)
350   გრამი დარბილებული კარაქი
300   გრამი ყავისფერი შაქარი
5   ცალი დიდი სოფლის კვერცხი
100   გრამი გახეხილი ნუში
150   გრამი თხილი, ნიგოზი ან ნუში
1   ჩ/კ გამაფხვიერებლი
350   გრამი ფქვილი
ლიმონის ცედრა
ფორთოხლისა და ლიმონის წვენი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ნამცხვრის გამოცხობამდე ერთი ღამით ადრე პატარა ქვაბში ჩაასხით სიროფი(მაგალითად ფორთოხლისა და შტოშის წვენის ნაზავი, ცივი შავი ჩაი ან, თუ ძალიან გიყვართ, ბრენდი ან სხვ) და გააჩერეთ დაბალ ტემპერატურაზე (არ აადუღოთ). შემდეგ თასში ჩირი(მაგალითად გარგარი, ფინიკი, ლეღვი, შავი ქლიავი, დაშაქრული ალუბალი, მოცვის ჩირი, დაშაქრული ფორთოხლის) და ცედრა მთლიანად ჩაყარეთ. აურიეთ კარგად და გააჩერეთ მთელი ღამით, რომ გაცივდეს და კარგად გაიჟღინთოს – ჩირი გახდება წვნიანი და სავსე, რაც ცხობისთვის საუკეთესოა. კარაქი მაცივრიდან გამოიღეთ და გააჩერეთ მთელი ღამით, რათა დარბილდეს.

2

მეორე დღეს, წინასწარ გაახურეთ ღუმელი 160°C–ზე და ორმაგად დააფინეთ პერგამენტი(კალკა) მრგვალ 20 სმ. დიამეტრიან საცხობ ლანგარს, რომ ერთი–ორი სანტიმეტრით ნაპირებს გადმოსცდეს. მიქსერით აურიეთ დარბილებული კარაქი და შაქარი(მუქი შაქრით მუქ ბისკვიტს მიიღებთ). ასევე შეგიძლიათ ათქვიფოთ ხელის სათქვეფითაც დიდ თასში. თქვიფეთ მსუბუქი და ფაფუკი მასის მიღებამდე – თანდათან თქვეფისას მასა გაღიავდება და მიიღებთ ფაფუკ ცომს.

3

სათითაოდ გატეხეთ და დაუმატეთ კვერცხი, ყოველ ჯერზე მიაყოლეთ სავსე კოვზი ნუში, რომ ნაზავი არ აიჭრას. ამის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარჩენილი გახეხილი ნუში ასევე გარჩეული და მსხვილად დაჭრილი თხილეული და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ წინასწარ გაჟღენთილი ჩირი – თასის ძირში სითხე აღარ უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად დაუმატეთ თასში დარჩენილი წვეთებიც კი. ათქვიფეთ კარგად და დროდადრო თასის კედლები ჩამოფხიკეთ, რომ ყველაფერი მთლიანად აითქვიფოს.

4

მიღებული ნაზავით შეავსეთ საცხობი ფორმის ¾ ნაწილი და ზედაპირი კარგად მოასწორეთ, რომ ბრტყელი ბისკვიტი მიიღოთ. შესაძლოა, საკმაო რაოდენობის ნაზავი დაგრჩეთ ზედმეტად. მათგან შეგიძლიათ პატარა ნამცხვარი ან ბევრი პატარ–პატარა საახალწლო კექსი გამოაცხოთ.

5

აცხვეთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ ნამცხვარი შემოატრიალეთ (იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ღუმელი თანაბრად არ ცხელდება), შეამცირეთ ტემპერატურა 150°C-მდე და აცხვეთ კიდევ 1 საათით. ნამცხვრის მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით ან თხელი დანის პირით – თუ მზადაა, შესაძლოა, დანამ რამდენიმე ნამცეცი მიიკრას, თუმცა თხელი ნარევი აღარ უნდა იყოს. შესაძლოა დასჭირდეს კიდევ 30 წუთით ცხობა, დრო თქვენს ნარევზეა დამოკიდებული.

6

ცხობის შემდეგ ნამცხვარი ფორმაშივე გააგრილეთ, რომ ფორმა არ დაკარგოს. როცა მისართმევად მზად იქნება, შეგიძლიათ ან ცოტაოდენი პუდრა მოაყაროთ ან დაფაროთ მარციპანით და მორთოთ და გააფორმოთ თქვენი გემოვნებით. ნამცხვარი ძალიან კარგად ინახება დიდი ხნით, ასე რომ მისი მომზადება შობამდე რამდენიმე დღით ადრეც შეგიძლიათ.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები