პიცის ცომი
თუკი პიცის გამოცხობა გადაწყვიტეთ, ჯერ კარგი ცომის გაკეთებაზე უნდა იფიქროთ.
გააცხელეთ ღუმელი 230°C-ზე. საშუალო ზომის თასში ჩაასხით თბილი წყალი და გახსენით მასში საფუარი და შაქარი. დატოვეთ 10 წუთით.
შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილი, მარილი და ზეთი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემდეგ დაასვენეთ 5 წუთით.
გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააბრტყელეთ. გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი ცოტათი ცხიმიან პიცის საცხობ ლანგარზე, შეკმაზეთ სასურველი პიცის რეცეპტის მიხედვით და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მირთმევამდე აცალეთ პიცას ოდნავ შეგრილება, დაახლოებით 5 წუთით.