ფეტუჩინი ალფრედო
მაკარონის და სპაგეტის მოყვარულებს მარტივი კერძის რეცეპტი – მხოლოდ 20 წუთი და კერძი მზადაა.
დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ მაკარონი ფეტუჩინი. 1 ჭიქა ნახარში წყალი გადაინახეთ და დანარჩენი გადაწურეთ.
ამასობაში, საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ნაღები. შეურიეთ პარმეზანი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. თუ სოუსი ზედმეტად სქელია ნელ–ნელა შეურიეთ გადანახული ნახარში წყალი.
დაუმატეთ მაკარონი და კარგად ამოურიეთ. მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და მიირთვით მომზადებისთანავე.