პასტა ბოსტნეულით
სამარხვო პასტა
მოხარშეთ პასტა მარილიან წყალში.
პომიდვრის წვენში ჩაყარეთ ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი, მარილი და დაღერღილი წიწაკა.
სასურველ ზომებად დაჭერით კარგად გარეცხილი ბოსტნეული.
გამოსაცხობ ჭურჭელში მოათავსეთ პასტა. მოაყარეთ ბოსტნეული და მოასხით სოუსი.
მოათავსეთ ღუმელში 180° გრადუსზე 30 წთ
თეფშზე მოაყარეთ გემოვნებით მწვანილი.