ორცხობილა კეფირით
მსუბუქი, ხრაშუნა ორცხობილები კეფირით მხოლოდ 30 წუთში.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 220 C-ზე. ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი და მარილი სამზარეულოს კომბაინში ერთად აურიეთ.
დაუმატეთ პატარებად დაჭრილი კარაქი და ათქვიფეთ. შეურიეთ კეფირი და თქვიფეთ ცომის მიღებამდე (ცომი არაერთგვაროვანი იქნება).
გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და 20X20 სმ ზომის კვადრატად გააბრტყელეთ. დაჭერით 16 ნაჭრად (5X5 სმ ზომის). მოალაგეთ უცხიმო საცხობ ლანგარზე და ფუნჯით კეფირი გადაუსვით. აცხვეთ გადაბრაწვამდე 12–15 წუთით.