მოჰიტო
უალკოჰოლო მოჰიტო – გაილამაზეთ ზაფხულის ცხელი საღამოები იოლად მოსამზადებელი გამაგრილებელი სასმელით.
დაჭერით ლაიმი და ჩააწყვეთ მაღალყელიან ჭიქაში.
ჩაუმატეთ პიტნა, მცირეოდენი ლერწმის შაქარი და მსუბუქად შეურიეთ.
ჩაუმატეთ ყინულის კუბიკები, გადაიტანეთ შეიკერში და შეანჯღრიეთ.
დააბრუნეთ მოხიტო ჭიქაში და ჩაუმატეთ სპრაიტი.
კოქტეილი მორთეთ პიტნის ფოთლით – სასმელი მზადაა!