მარწყვის სალათა ისპანახით
მარწყვის ამ უგემრიელეს სალათას გემოთა საოცარი შეხამებით მსოფლიოს კულინარებმა საუკეთესო შეფასება მიცეს.
გაავლეთ წყალში ისპანახი. აცალეთ გაშრობა და შემდეგ ხელით ფაქიზად დააქუცმაცეთ საშუალო ზომის ნაწილებად. დაჭერით თითოეული მარწყვი ორ ან ოთხ ნაწილად(მარწყვის ზომის მიხედვით). მოათავსეთ ისპანახიც და მარწყვიც(დაიცავით ეს თანმიმდევრობა) დიდ თასში.
საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, ძმარი, შაქარი, წიწაკა, სეზამის მარცვლები (შირბახტის/ქუნჯუთის თესლი) და ყაყაჩოს თესლი. ზევიდან მოასხით მარწყვს ისპანახით და რამოდენიმე წამით ამოძრავეთ თასი ჰორიზონტალურადაც და ვერტიკალურადაც, რათა ყველაფერი შეერიოს ერთმანეთს. მიირთვით გემრიელად!