მარწყვის კექსი
მარწყვის კექსი – საუკეთესო საოჯახო დესერტი მარწყვის მოყვარულებისთვის.
გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსამდე(350 F). წაუსვით კარაქი კექსის ორ ოთხკუთხედ ფორმას ზომით 22.5×12.5 სმ.
დაჭერით მარწყვი და მოათავსეთ საშუალო ზომის თასში. მოაყარეთ შაქარი.
დიდი ზომის თასში ერთმანეთს კარგად შეურიეთ ფქვილი, დარიჩინი და სოდა. გათქვიფეთ კვერცხი და ჩაუმატეთ მარწყვს საშუალო ზომის თასში. ჩაასხით ზეთიც და გათქვიფეთ. მიღებული მარწყვის ნარევი ჩაუმატეთ ფქვილის მშრალ მასას დიდ თასში და თქვიფეთ მანამ, სანამ არცერთი ნაწილაკი მშრალი აღარ იქნება. ჩაუმატეთ თხლად დაჭრილი ნიგოზიც. გაყავით ცომი ორ თანაბარ ნაცილად და მოათავსეთ ფორმებში.
აცხვეთ 45-50 წუთით. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ ცხაურზე 10 წუთით. გაცივების შემდეგ ამოაბრუნეთ ფორმები, ფრთხილად გაათავისუფლეთ კექსი და მირთმევამდე აცალეთ კარგად გაცივება.