დიდი ზომის ქვაბში აადუღეთ ოდნავ მარილიანი წყალი. ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ 8 წუთის განმავლობაში, სანამ მაკარონი არ დარბილდება(ან იმ დროით რა დროც მაკარონის შეფუთვაზეა მითითებული). გადაწურეთ მომზადებული მაკარონი და გადაავლეთ ცივი წყალი.
დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ მაიონეზი, ძმარი, შაქარი, მდოგვი, მარილი და შავი წიწაკა. გათალეთ და თხლად დაჭერით ხახვი. დააქუცმაცეთ ნიახურის ღეროები და ბულგარული წიწაკაც(მოაცილეთ თესლი). შეურიეთ ეს ყველაფერი მაიონეზის მასას. შემდეგ სურვილისამებრ გათალეთ ერთი საშუალო ზომის სტაფილო, გახეხეთ და შეურიეთ. ჩაყარეთ თასში მაკარონიც და კარგად შეურიეთ. შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით, შეგიძლიათ მთელი ღამითაც დატოვოთ. ასევე შეგიძლიათ სოუსი მაკარონის მოხარშვამდე ერთი დღით ადრე მოამზადოთ, მაცივარში შედგათ და მოასხათ მეორე დღეს მოხარშულ მაკარონს.