კურდღელი ბოსტნეულში
ბოსტნეულში გემრიელად მომზადებული კურდღლის კერძის რეცეპტი ჩვენი მზარეულებისგან. გემრიელად მიირთვით!
კურდღელი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
ტაფაზე დავასხათ ზეთი, კარაქი და დავაწყოთ კურდღლის ნაჭრები. შევწვათ მსუბუქად, ორივე მხრიდან და დავამატოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ბოსტნეული. დავამატოთ ქინძი, გახეხილი ნიორი, მწვანე წიწაკა და მარილი გემოვნებით. დავახუროთ სახურავი, ჩავშუშოთ ბოსტნეული სანამ არ ჩარბილდება და წვენს არ გამოუშვებს.
დავამატოთ ერთი კოვზი ტომატი, ერთი ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ მომზადებული მასა. როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ და გადმოვიტანოთ სასურველ ჭურჭელში.