კრევეტების სალათა
მარტივი რეცეპტი კრევეტების ძალიან გემრიელი სალათის მოსამზადებლად.
დიდ ქვაბში 4–5 ლიტრი წყალი ჩაასხით. დაუმატეთ 3 ს/კ მარილი, მეოთხედებად დაჭრილი ლიმონი და აადუღეთ. დაუმატეთ გაურჩეველი კრევეტების ნახევარი და საშუალო ტემპერატურაზე დაუფარებლად 3 წუთით ადუღეთ. მოხარშული კრევეტები ქაფქირით ცივი წყლით სავსე თასში გადაიტანეთ. ქვაბში წყალი ისევ წამოადუღეთ და დარჩენილი კრევეტები ჩაყარეთ. ხარშეთ 3 წუთით და შემდეგ ისევ ცივი წყლით სავსე თასში გადაიტანეთ. გააცივეთ და გაარჩიეთ.
საშუალო თასში აურიეთ მაიონეზი, მდოგვი, ძმარი, 1 ჩ/კ მარილი, პილპილი და კამა. დაუმატეთ გარჩეული კრევეტები, შემდეგ დაჭრილი ხახვი და ნიახურის ღეროები. მიირთვით მომზადებისთანავე ან მირთმევამდე მაცივარში შედგით.