კონიაკი
იხილეთ და შეაფასეთ მარიეტას რეცეპტი კონიაკის სახლის პირობებში მოსამზადებლად.
არაყი, კაკლის უღელი, მიხაკი და ვანილი არომატული ალკოჰოლური სასმელის მომზადებაში დაგეხმარებათ.
კაკლის უღელი ჩავყაროთ შუშის ბანკაში, დავასხათ არაყი, ჩავუმატოთ მიხაკი, მოვაყაროთ ვანილი და გავაჩეროთ ამ მდგომარეობაში 1 თვის განმავლობაში (რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ მით უფრო გემრიელი იქნება).
მირთმევამდე გადავწუროთ და ჩავასხათ კონიაკის ბოთლში.