კარტოფილის სალათა
გემრიელი საზაფხულო სალათის რეცეპტი გერმანიიდან.
კარტოფილი ოთხად გაყოფილ ყვითელ ხახვთან ერთად დიდ ქვაბში მოათავსეთ და დაფარეთ ცივი წყლით. ხარშეთ დარბილებამდე. გადაწურეთ წყალი, ამოიღეთ ხახვი და როცა კარტოფილი შეგრილდება კუბიკებად დაჭერით. შემდეგ მოათავსეთ დიდ თასში და დააფარეთ, რომ არ გაცივდეს.
დიდი ტაფა გაზქურაზე მოათავსეთ. დაუმატეთ ბეკონი და წვით, სანამ ხრაშუნა არ გახდება. თეფშზე დააფინეთ ქაღალდის ხელსახოცი, კოვზის დახმარებით ბეკონი ხელსახოცზე გადაიტანეთ და დააწდეთ. დაჭრილი წითელი ხახვი ბეკონის ტაფაზევე დარბილებამდე წვით, დაახლოებით 3–4 წუთით. დაუმატეთ ძმარი და მდოგვი და თუშეთ 2 წუთით. შეურიეთ ზეთი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. მიღებული ცხელი საკმაზი და ბეკონი დაუმატეთ კარტოფილს და კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.