კარტოფილი შამპინიონით არაჟანში
ეს კერძი სამი თვისებით გამოირჩევა: ის გემრიელი, სწრაფად მოსამზადებელი და ძალიან ნოყიერია! იხილეთ რეცეპტი.
გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად.
წვრილად დაჭერით ხახვი, დაამატეთ 1 ს/კ ფქვილი და აურიეთ, მოთუშეთ მცენარეულ ზეთში.
დაჭერით სოკო მცირე ზომის ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე, განცალკევებით ხახვისაგან.
დააწყვეთ კარტოფილი საცხობ ფორმაზე, დაამატეთ სოკო, ხახვი, სანელებლები, არაჟანი და აურიეთ კარგად.
შედგით ღუმელში და აცხვეთ 180ᵒ С-ზე 40 წუთის განმავლობაში. კარტოფილი შამპინიონითა და არაჟნით მზადაა, გემრიელად მიირთვით!