კალმარი პაშტეტით
მიირთვით კალმარი გემრიელად, პაშტეტით, კვერცხით, ბოსტნეულითა და ვიტამინებით მდიდარი მწვანილით.
გაასუფთავეთ კალმარის ზედაპირი და მოათავსეთ მდუღარე მარილიან წყალში. დაამატეთ ლიმონის ნაჭრები, დაფნის ფოთოლი, წიწაკა, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გააცივეთ.
დაჭერით ბოსტნეული წვრილ ჩხირებად, შეწვით ცხიმში და გააცივეთ. მოხარშეთ კვერცხი, დაჭერით წვრილად და შეურიეთ პაშტეტსა და ბოსტნეულს. კალმარი ამოავსეთ პაშტეტით და დაელოდეთ, როდის გაცივდება.
მიიტანეთ კერძი სუფრაზე რგოლებად დაჭრილი სახით. შეგიძლიათ, გააფორმოთ მაიონეზითა და მწვანილით.