ქათმის ღვიძლი ნიგოზში
მარტივი ქართული ოჯახური რეცეპტი ქათმის ღვიძლის ნიგოზში მოსამზადებლად.
მოათავსეთ ქათმის ღვიძლი ტაფაზე. ჩაუმატეთ წყალი, ძმარი, ზეთი, დაფნის ფოთლები და წიწაკის მარცვლები. დააფარეთ თავსახური და გააცხელეთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე 15-17 წუთის განმავლობაში, სანამ სითხე არ დაშრება.
ამასობაში ერთად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი და მარილი.
თხლად დაჭერით ხახვი(ცოტა კერძის გასაფორმებლად გადაინახეთ) და ჩაუმატეთ ქათმის ღვიძლს კარაქთან და სუნელებთან ერთად. შეურიეთ, დაუწიეთ ცეცხლს და დატოვეთ ტაფა თავსახურის გარეშე 3 წუთის განმავლობაში.
ჩაუმატეთ დანაყილი მასა, შეურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით, ხახვის რგოლებით და გემრიელად მიირთვით!