ჯანსაღად შემწვარი კარტოფილი
ყველაზე გემრიელი რეცეპტი კარტოფილის ყველაზე ჯანსაღად შესაწვავად!
გააცხელეთ ღუმელი 245 C გრადუსზე.
დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, ნიორი, რეჰანი, როზმარინი, ოხრახუში, წიწაკა და მარილი.
ჩაუმატეთ გარეცხილი, გათლილი და საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი კარტოფილი. ურიეთ მანამ, სანამ კარტოფილს ზეთიანი მწვანილი კარგად არ მოედება.
გადაიტანეთ კარტოფილი საცხობ ლანგარზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში. გამუდმებით ურიეთ, სანამ კარტოფილი ყველა მხრიდან არ შეიბრაწება. გემრიელად მიირთვით!
მწვანილები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 1/2 სუფრის კოვზი იმავე გამხმარი მწვანილებით.